ლელა წურწუმია საზოგადოებას აფრთხილებს

მომღერალი ლელა წურწუმია, საზოგადოებას მიმართავს თხოვნით, რომ მისი სახელით შექმნილია ცრუ ფეისბუქი და მოქალაქეებს ფულს ძალავს.

როგორც თავად ლელა ფეისბუქ ლაივში ამბობს, აღნიშნული პირი საბანკო რეკვიზიტებს სთხოვდა მოქალაქეებს და ეუბნებოდა, რომ გათამაშებაში 5 000 $ მოიგეს.

„ძალიან ბევრი წერილი მოდის, ახლაც პირდაპირ ეთერში გადის ვითომ ჩემი და მამულიჩას სახელით და ეს ადამიანი ჩემი სახელით ხალხს ფულს სძალავს, ყურადღებით დააკვირდით, ვიღაცებმა მომწერეს ბარათებიდან თანხა მომიხსნესო, მე ნამდვილად არ ვარ და არ მინდა ამ სისულელეზე თავის მართლება, ეს ადამიანი იყენებს ჩემს სახელს, რომ თქვენ ფული გამოგძალონ”, – ამბობს ლელა წურწუმია.

ის თავის ფანებსა და მიმდევრებს აღნიშნული ყალბი გვერდის „დარეპორტებას“ სთხოვს, რის შემდეგაც ფეისბუქი ამ ყალბ გვერდს გააუქმებს.