ტელეწამყვანი ვახო სანაია მიიჩნევს, რომ რელიგიური გრძნობებით სპეკულირება ბორეტებაა. მისი აზრით, თუ ადამიანს აზრის სხარტად გადმოსაცემად ღმერთის ან მოციქულების ხსენება დასჭირდება, ამის გამო არ უნდა შეიზღუდონ.
„ალბათ, ბევრს არ მოეწონება და შემედავება კიდეც, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა. კონკრეტულ საკითხზე გუშინ გამოვხატე ჩემი აზრი. ახლა ზოგადადაც ვიტყვი.
მე თუ ქრისტეზე ვიხუმრებ, ამით ვის რა უშავდება? ან სხვა თუ იხუმრებს მუჰამედზე, მე რა მიშავდება? ან თუ აზრის სხარტად გადმოსაცემად დამჭირდება ღმერთის ან მოციქულების ხსენება, ეს ვისი რა საქმეა? იუმორიც გრძნობაა. მაშინ რატომ უნდა ამიკრძალოს ვინმემ იუმორის გრძნობის გამოხატვა? ან ქრისტე და მუჰამედი რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს პრივატიზებული? სრული სიგიჟეა ეგ რელიგიური გრძნობები და ბოლოს მთავრდება შარლი ებდოს რედაქციაში შევარდნით.
ძალიან საშიში ფენომენია და ბოროტებაა მაგ საკითხით სპეკულირება. ბოროტება – როგორც კონკრეტული ადამიანების, ასევე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ“, – წერს ვახო სანაია.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილის შეფასებისას, სადაც ის ქართულ მედიაზე საუბრობდა, აღნიშნა, რომ სააკაშვილი ალაჰია და მისი მოციქული მუჰამედი გვარამიაა.
გვარამიას, ამ განცხადებამ მუსლიმთა თემი გააღიზიანა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.