სოფო ბედია: ვაქცინას არ გავიკეთებ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ შექმნილიც არ იყო, საზოგადოებას  მის შესახებ უარყოფითი დამოკიდებულება რომ გაუჩნდა. ადამიანები, რომლებსაც პრეპარატის მიმართ ბევრი კითხვა და უნდობლობა აქვთ, საკუთარ აზრს ახლაც ღიად აფიქსირებენ.

მათი უნდობლობა კი ძირითადად პირად შეგრძნებებსა და ინტუიციას ეყრდნობა, ყოველშემთხვევაში სხვა არგუმენტს ვერ ასახელებენ.

ვაქცინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს შორისაა მომღერალი სოფო ბედიაც.

„ვერ გეტყვით ადამიანის ჯანმრთელობისთვის რამდენად კარგია ეს ვაქცინა. დავუშვათ, კოვიდისგან დაიცავს, მაგრამ არის საუბარი, რომ სხვა რამესაც აზიანებს. არ ვიცი რა იქნება… მე სკეპტიკურად ვუყურებ, ამ თემას. ყველას თავისი მოსაზრება აქვს.

დიდი ეჭვი მაქვს, რომ არ გავიკეთებ. არ ვიცი რომელი ქვეყნის იქნება ეს ვაქცინა, მაგრამ მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს – არ გავიკეთებ“, – აღნიშნა „ტვ პირველის“ ეთერში სოფო ბედიამ.