შოთა არველაძე: რამდენიმე თურქულმა გვერდმა დადო ეს ფოტო და გამახსენდა ის ემოცია

ფეხბურთელი შოთი არველაძე სოციალურ ქსელში აჩი არველაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს წერს.

“ეს, ჩემი და აჩის ტრაბზონული კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია. რამდენიმე თურქულმა გვერდმა დადო ეს ფოტო და გამახსენდა ის ემოცია, რომელიც გოლის გატანის და თამაშის დასრულების შემდეგ, აჩისთან ერთად მქონდა. სტამბოლში, ერთ-ერთ მატჩში ძალიან გაგვიჭირდა, გოლს ვერ ვიტანდით.

აჩი ტრავმის გამო ვერ გვეხმარებოდა, თუმცა სათადარიგო სკამზე იყო. მეორე ტაიმში, შენოლ გიუნეშს უთხრა, მოწინააღმდეგის კარის უკან დავდგები და შოთის გოლის გატანაში დავეხმარებიო. მწვრთნელმა ამის უფლება მისცა და აჩიც კარის უკან, იმ ფეხბურთელებთან ერთად წავიდა ვინც შეცვლაზე შესვლამდე ხურდებოდა.

ერთ-ერთ მომენტში, ბურთი კარგად დავიჭირე და გოლი შევაგდე. მახსოვს ძალიან ემოციურად აღვნიშნეთ. თამაშის მერე ყველა გვეხვეოდა და გვილოცადა. ასე იცოდა, ჩემმა საყვარელმა ჯემალ ჩიმაკაძემაც (ჩარლიკამ). როცა მოედანზე ერთად ვიყავით, იტყოდა – წავალ კარის უკან დავდგები, სხივებს გამოვუშვებ და ორივე შეაგდებთო.” – წერს არველაძე.