კანის კინოფესტივალის თარიღი კვლავ შეიცვალა

ორგანიზატორებმა კანის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარების თარიღი კვლავ შეცვალეს. მთავარი კინოფესტივალი 6 ივლისს დაიწყება და 17 ივლისს დასრულდება.

თავდაპირველად ფესტივალი მაისში უნდა გამართულიყო, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღი შეიცვალა. შემდეგ ფესტივალის ჩატარებას ივნისში გეგმავდნენ, მაგრამ 21-დან 25-ის ჩათვლით სარეკლამო ფესტივალის, “კანის ლომების” ცერემონია დაინიშნა.

2020 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, ორგანიზატორებმა იმ ფილმების ნუსხა გამოაქვეყნეს, რომლებიც საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ერთ-ერთი ასეთი ფილმი გახდა დეა კულუმბეგაშვილის “დასაწყისი”.