ტრანსგენდერი ქალი, მადონა კიპაროიძე, რომელმაც თბილისის მერიის წინ თავის დაწვა სცადა, დედას ფეისბუქით მიმართვს და დაბადების დღეს ულოცავს:
“ჩვენი უკანასკნელი შეხვედრიდან 1 წელი გავიდა. მაშინაც ვიჩხუბეთ და ამ 1 წლის განმავლობაში არაფერი გაგვიგია ერთმანეთის.
ადრე სახლიდან რომ მაგდებდი ხოლმე, ფოტო მომქონდა ჯიბით და შენს ფოტოსთან ერთად მეძინა, შენი ფოტო მუდმივად ბალიშის გვერდით მედო, სადაც მივდიოდი, გულის ჯიბეში მედო. ცუდი ისაა, რომ ახლა ფოტოს წამოღება ვერ მოვასწარი… ან ვერ მოვიფიქრე. ამაზე უფრო ცუდი ისაა, რომ ერთმანეთს არ ველაპრაკებით, არადა ჩვენ შორის იმდენად დიდია დედაშვილური კავშირი, რომ, რაც უფრო ვიზრდები, შენ გემგვანები.
იმდენად დიდად ხარ ჩემს გულში და სულში, რომ, რაც დრო გადის, შენი ასლი ვხდები, რადგან მე შენი გოგო ვარ, შენი სისხლი და ხორცი და შენი სულის ნაწილი. სწორედ ამიტომაა ჩვენ შორის ამხელა მსგავსება ხასიათით, ვიზუალით, გამძლეობით და მრავალი სხვით.
მიხარია, რომ შენ გემგვანები, ალბათ იმიტომ, რომ მე შენი სისხლი და ხორცი კი არა, შენი სულიერი განცდების ნაწილიც კი ვარ. შენ არ ხარ ცუდი დედა, შენ უსამართლობის მსხვერპლი დედა ხარ! არასდროს დაადანაშაულო საკუთარი თავი. ბოდიში, რომ თავის დროზე არ მესმოდა, რომ შენც ისეთივე მსხვერპლი იყავი, როგორიც მე.