მავნებელი კლასტერის წარმომადგენლთა საყურადღებოდ – ნუ შეეცდებით პოლიტიკური სარჩულისა და მელიასთვის ჯერ პოლიტიკური შეხედულებებისთვის წამებულისა და შემდგომში პოლიტპატიმრის (თუ მას დააკავებენ) მანტიის მოსხმას. მანდამაინც ნურც „დასვლეთის მკაცრი რეაგირების“ იმედზეც ნუ იქნებით“ – ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციიების მიუხედავად კანონი უნდა აღსრულდეს ნებისმიერ პირთან მიმართებაში, მიუხედავად მისი პოლიტიკური თუ ნებისმიერი სხვა ტიპის კუთვნილებისა.
„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნიკანორ მელიაა დაბარებული-აღკვეთის სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების გაფრთხილების მიზნით.
ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციიების მიუხედავად კანონი უნდა აღსრულდეს ნებისმიერ პირთან მიმართებაში, მიუხედავად მისი პოლიტიკური თუ ნებისმიერი სხვა ტიპის კუთვნილებისა. მითუმეტეს, როგორც პროკურატურის განცხადებით ვიგებთ, ნიკანორ მელიას კანონით დაკისრებული გირაოს გადასახდელად დამატებითი დრო მიეცემა, გადაუხდელობის შემთხვევაში კი მის მიმართ კანონით დადგენილი ღონისძიებები გატარდება.
მავნებელ კლასტერის წარმომადგენლთა საყურადღებოდ კი, ნუ შეეცდებით პოლიტიკური სარჩულისა და მელიასთვის ჯერ პოლიტიკური შეხედულებებისთვის წამებულისა და შემდგომში პოლიტპატიმრის (თუ მას დააკავებენ) მანტიის მოსხმას. მანდამაინც ნურც „დასვლეთის მკაცრი რეაგირების“ იმედზეც ნუ იქნებით, უბრალოდ გაიხსენეთ, რა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში კაპიტოლიუმზე თავდასხმისა და შეჭრის დროს, როგორ რეაგირება ჰქონდა მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებასა, მათ ქვეყნების ლიდერებს. შესაბამისად სახელმწიფოს, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების რეაგირება სწორედ სამართლებრივი უნდა იყოს!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.