თამაზ ელიზბარაშვილი პრეზიდენტს მიმართავს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს:

“ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს,
ქალბატონო პრეზიდენტო პანდემიის და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად ჩემი კერძო ცხოველთა თავშესაფარი, რომელიც 18 წელია არსებობს, თქვენგან დახმარებას საჭიროებს. თავშესაფარში შიმშილია .

გადასახდელია კომუნალურები და ხელფასები. რამდენიმე კერძო ვეტ.კლინიკის ვალიც მაქვს. (დავალიანება სულ ჯამში შეადგენს: ოცდათვრამეტი ათას ლარს )
დახმარებას გთხოვთ თქვენ იმაში, რომ მიიღოთ ჩემგან საჩუქრად ჩემი კერძო საკუთრება, მიწა და შენობა-ნაგებობები, რომელიც მდებარეობს გრ.ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს ) N 9- ში.

კერძო აუდიტის მიერ გაკეთებული დასკვნის მიხედვით, ამ მისამართზე ჩემი საკუთრება 2020 წლის 19 სექტემბრის შეფასებით შეადგენს მილიონ სამასორმოცდაათი ათას ლარს.

გაჩუქების ერთადერთი და აუცილებელი პირობაა, რომ თავშესაფარს რვა წლით შეუნარჩუნდეს პროფილი . ვიცი რა თქვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება ცხოველების მიმართ, არაერთხელ ხართ ნამყოფი თავშესაფარში და იმედი მაქვს სახელმწიფო მიიღებს ჩემგან ამ საჩუქარს ამ პირობით.

პატივისცემით, თამაზ ელიზბარაშვილი.”– წერია ღია წერილში.