თამარ ივერმა „პროფილში“ საკუთარი პირადი ცხოვრების და მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. მისი მეუღლე თერჯოლიდან არის. თამარმა აღნიშნა, რომ ის ძალიან მზრუნველია და ზოგადად, სოფლელი მამაკაცები უფრო სუფთები არიან.
თამარ ივერი:
„ფილმი რომ არის „გარიგება“, აი, რა დევს იქ? ქალაქელი ქალი თავის ბედნიერებას ნახავს სოფლელ კაცში. მეც გავყევი თერჯოლელ ბიჭს, რომელიც აღიარებს, რომ არ არის ქალაქელი. სხვა მენტალიტეტი აქვთ. გადამეკიდებიან ალბათ ქალაქელი გამოსული განათლებული მამაკაცები, მაგრამ რაიონელი, სოფლელი მამაკაცები უფრო სუფთები და მზრუნველები და გონებრივად და ფსიქოლოგიურად ჯანმრთელები არიან“.