ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი, 6 თებერვალს გამართულ ე.წ დაუმორჩილებლობის აქციას ეხმიანება, რა დროსაც ე.წ სამოქალაქო აქტივისტები და მათი თანამოაზრეები კომენდანტის საათის დროს ქუჩაში გამოვიდნენ, კანონი დაარღვიეს და ამ ფორმით გააპროტესტეს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები, რომელიც 8 თებერვლიდან უქმდება.
“ეს ქუჩაში გამოსულები მარტო მე მიშლიან ნერვებს? თუ ჰგონიათ ამ ახალგაზრდებს, სამართლისა და კანონის გაბახება უკვირს საქართველოში ვინმეს და რაღაც ახალს და ძაან მაგარს აკეთებენ – მწარედ ცდებიან.
ის თაობა ვარ, 9 აპრილი რომ იცის და ამიტომ, სამოქალაქო Გაბედულებაზე ცოტა სხვა წარმოდგენა მაქვს. მთელ პოლიტიკურ კლასს მინდა გკითხოთ – მმართველსაც და ოპოზიციურსაც – კანონის და სამართლის გაბახებას როდის მორჩებით?
რამდენ ხანს უნდა ახმარინოთ პოლიტიკურ ამოცანებს და მიზანშეწონილობებს სამართალი? ამათ რაც უნდათ გასაგებია, მაგრამ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრს არ უნდა უკანონობა და იმ წლებში დაბრუნება, როცა არალეგიტიმური ჯგუფები მართავდნენ ქვეყანას.
მოკიდეთ ხელი საქმეს, ან არადა, შევქმნით მოქალაქეები სამოქალაქო პატრულს და მივხედავთ ყველას, ვინც სამოქალაქო წესრიგს დაარღვევს. თუ მარტო ამათ აქვთ სამოქალაქო აქტივიზმზე ლიცენზია?!”– წერს ლელა კურდღელაშვილი.