“მჯერა, მალე დავამარცხებთ განსაცდელს, რომელიც გვაძლიერებს!”

მომღერალი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე, მეუღლეს, ხათუნა ჟორდანიას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ულოცავს.

,,დღეს არის ჩემი გოგოს დაბადების დღე!

მინდა გისურვო – ჯანმრთელობა, ბედნიერება და ღვთის წყალობა. მჯერა მალე დავამრცხებთ და გადავლახავთ იმ განსაცდელს, რომელიც გვაძლიერებს!

მადლობა ღმერთს შენთვის და ჩვენი ოჯახისთვის! მიყვარხარ ძალიან ბაო!

შენ ხარ საუკეთესო მეუღლე, დედა და რომ ჩამოვთვალო შენი ღირსებები დილამდე ვერ მოვრჩები.

ღმერთმა დიდი ხანი გვამყოფოს კიდევ ერთად!”, – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.