საფრანგეთში კორონავირუსისგან 116 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

საფრანგეთში კორონავირუსისგან 116 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. ფრანგული მედიის ცნობით, ევროპის ყველაზე ხანდაზმული მცხოვრები 116 წლის ანდრე ვირუსისგან სრულად განიკურნა.

ექიმების თქმით, მისი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო და 117-ე იუბილეს ანდრე ხანდაზმულთა სახლში აღნიშნავს.

ფრანგული მედიის ცნობით, პაციენტმა კორონავირუსი ყოველგვარი გართულებების გარეშე გადაიტანა. ის 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა