საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო Facebook-ის საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს, რომელზე დათვი და მისი ორი ბელია ასახული.
ფოტო ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზეა გადაღებული.
„ახლადგაღვიძებული ორი ფუმფულა ბელი, დედასთან ერთად ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბაჯბაჯებს“ – წერია ვიდეოს აღწერაში.