“მკვლელს ეგონა სხვას ესროდა” – ტრაგედია რომელმაც კახა კუჭავას ცხოვრება შეცვალა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გადაცემაში “სთორი” წლების წინ, 90-იანებში მის სამეგობროში მომხდარი ტრაგედია გაიხსენა.

როგორც კახა ამბობს, 90-იანებში მკვლელმა სხვა ადამიანის ნაცვლად შეცდომით მისი მეგობარი მოკლა.

“ეს არ იყო ჩხუბი ან რაღაც, შემთხვევით მოხდა, სახლიდან გამოდიოდა, სულ სხვა ადამიანს ელოდებოდა მკვლელი, ეს შერჩა ხელში და პირდაპირ ესროლა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ ორი კვირით ადრე, თითქოს გული უგრძნობდა, რამდენიმე მეგობარი გვნახა, ნასვამი იყო, სიყვარული აგვიხსნა, თუ როგორ გვაფასებდა, როგორ უნდოდა, უფრო ხშირად ყოფილიყო ჩვენთან, რომ ცოლი მოყავდა მალე, მერე ორ კვირაში გავიგეთ ასეთი ამბავი”, – განაცხადა კახა კუჭავამ.