“ბოდიში 14 წლის გაუპატიურებულო და მკვდარო გოგო, თოქ-შოუები შენზე არ ილაპარაკებენ, რადგან…”

პატარია გარდაცვლილ მოზრდს ბოდიშის უხდის და აცხადებს, რომ საქართველოში მედიის ყურადღება არა ძალადობისმსხვერპლისკენ, არამედ პოლიტიკური და რელიგიური თემებისკენაა მიმართული.

„ბოდიში, 14 წლის გაუპატიურებულო და მკვდარო გოგო, მაგრამ დღეს საღამოს პოლიტიკური თოქ-შოუები შენზე არ ილაპარაკებენ. მათ სინოდის სხდომა აინტერესებთ, კიდევ ქვეშ***ია პოლიტიკური პარტიები აინტერესებთ, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ, შევიდნენ თუ არ შევიდნენ პარლამენტში.

ბოდიში, გაუპატიურებულო ბავშვებო და ქალებო, მაგრამ თქვენ არ ხართ დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგში – კაცებმა ასე გადაწყვიტეს. წვერებიან-კაბებიანი კაცების უბნელესი სხდომა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი სიკვდილი.

კიდევ იცეკვებენ და პერფომანსებს დადგამენ ბაიები, იდები, ნინიები, ნინოები, თამარები, მოხვდებიან ისინი ნიუსებში, მაგრამ ბოდიში, თქვენ ვერ მოხვდებით პოლიტიკურ თოქ შოუებში, რადგან პოლიტიკურ თოქ შოუებს იაგოები, ალეკოები, ზურები და გიგები უფრო აინტერესებთ და კიდევ ანაფორიანი კაცები.

ბოდიში, რომ თქვენი სიკვდილი ისეთივე უმნიშვნელო და არაპოლიტიკურია, როგორიც თქვენი ცხოვრება იყო.
ბოდიში!“, – წერს ბაია პატარაია.