“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია კიდევ ერთხელ იხსენებს იმ დღეს, როდესაც მისი შვილი დააკავეს.
როგორც “მთავარის” ეთერში განაცხადა, ის მოვლენებს ტელევიზიით უყურებდა და მისთვის მთავარი იყო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეკრებილ ხალხს არაფერი დაშავებოდა.
მისი ინფორმაციით, ყველაზე მძიმედ ეს ამბავი მელიას მეუღლემ გადაიტანა.
“მაგ დღეს დილის 6 საათზე დავწექი. შემდეგ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ვათვალიერებდი “ფეისბუქს” და როგორც კი დაგინახეთ, შევძახე მეუღლეს, ნანა დაიწყეს. როგორ წამოხტა, უნდა გენახათ. ვლოცულობდი, რომ არავინ დაღუპულიყო. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როდესაც ნიკა მანქანაში ჩასვეს და დავინახე, რომ მსხვერპლი არ იყო.
მაიკო ძალიან მძიმედ იყო, მაგრამ მას სხვა ვალდებულება ჰქონდა, რომ ეს სანდროს არ უნდა გაეგო. ის არტისტობდა და სანდროს, რომ ეძინა, ბღაოდა. ჩემი მეუღლე ვაჟკაცურად იყო. გუშინ მითხრა, რომ დაიჭირეს და გაიყვანეს ნიკაო, მაშინ ძალიან მშვიდათ ვუყურებდი, მაგრამ როდესაც მაჩვენეს ზემოდან გადაღებული კადრები, როგორ ჩაჰყავდათ ნიკაო ავტირდიო. მე გვერდით დავუდგები ჩემს შვილს, ის ასპროცენტიანი მართალია” – აღნიშნა მელიამ.
ნიკა მელიას პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, მისი რჩეული მაიკო ბეგიაშვილია. წყვილი 2014 წელს პირველი ვაჟის მშობლები გახდა.