ცნობილი მსახიობი, იუნა შაფათავა, სოციალურ ქსელში უმძიმესი ისტორიის შესახებ წერს და კადრებსაც აქვეყნებს.იგი წერს, რომ სკოლის კაფეტერიას სუპერი, ფილანდო კასტილი, მოკლული იქნა პოლიციის ოფიცრის მიერ მანქანაში, თავისი მეგობრის, დაიამონდის და 4 წლის შვილის თვალწინ. შაფათავა აღნიშნავს, რომ ასეთი გაუხნელი მკვლელობა და გამწარებული ხალხი ძალიან ბევრია.
“God…….
Philando Castile murder
2016, Minnesota
სკოლის კაფეტერიას სუპერი, ფილანდო კასტილი, მოკლული იქნა პოლიციის ოფიცრის მიერ მანქანაში, თავისი მეგობრის, დაიამონდის და 4 წლის შვილის თვალწინ.
ფილანდოს დედა დაჯერდა არაგანზრახ მკვლელობის მუხლს, აჯანყების შესაჩერებლად. ვიდეოში ფილანდოს გელფრენდი და 4 წლის შვილი დამწყვდეულები არიან პოლიციის მანქანაში, სანამ ფილანდო სისხლით იცლება, საკუთარ მანქანაში. ბავშვი ეუბნება დაიამონდს: გეხვეწები, ნუ ყვირი, არ მინდა ვნახო როგორ გესვრიან შენ .
და ასეთი მკვლელობა უამრავია. დაუთვლელი და უპასუხო.
არის კითხვები, რამ გაამწარა ეს ხალხი” – წერს მსახიობი.