სააკაშვილის რეჟიმის მიერ რეპრესირებული და პოლიტიკური დევნილი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში წერს:
“დედაჩემის განცხადების შესახებ ვიცოდი , მაგრამ პრეზიდენტის სასახლესთან შიმშილობას თუ განიზრახვდა ეს ჩემთვის უცნობი იყო. ჩემმა დიშვილმა მითხრა ამის შესახებ. მე წინააღმდეგი ვარ ასეთი ზომებისა, უპირველესად მისი ხნოვანებისა და ჯანმრთელოსბის მდგომარეობიდან გამომდინარე. მე ვესაუბრე და ვთხოვე, მაგრამ აზრი ვერ შევაცვლევინე. ასე მითხრა „ პრეზიდენტთან ინფორმაცია არ მიდის, ამიტომ მინდა შეხვედრა. უკიდურეს ზომებსაც მივიღებ სიმართლის მისაღწევადო“! დედაჩემი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია და დარწმუნებულია, რომ შეხვედრა შედგება! ჩემი ოჯახის დეტალები და ეს საკითხები კარგახანია ღიად არის საზოადოებისთვის გამოტანილი სამსჯელოდ, ამიტომ მივმართავ ჩვენს დიდ ოჯახს და ახლობლებს აქამდე საქმე არ მივიყვანოთ!” – წერს მამალაძე