მომღერალი სოფო ნიჟარაძე ახალბედა დედიკოა. მას გოგონა გასული წლის ზაფხულში, 2 ივნისს შეეძინა. პატარას ელის-მარია დაარქვა. დედის დღესთან დაკავშირებით მომღერალი “ფეისბუქზე” დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ დედის ამპლუაში ეს მისთვის პირველი დედის დღეა:
“Happy mother’s day…ჩემთვის პირველი დედის დღეა ამ ამპლუაში და ვისურვებდი მეც ისეთივე დედა ვიყო, როგორიც შენ ხარ დე, მიყვარხარ”, – წერს ნიჟარაძე.