გურული პატარა ბიჭი ინტერნეტვარსკვლავი გახდა. წითური, ხუჭუჭთმიანი ბიჭი სკოლის მოსწავლე აკაკი რუსეიშვილია, რომელიც გურიაში ცხოვრობს.
“ანანო გოროზიას მადლობა ამ საოცარი ფოტოსთვის! ნებართვა აღებულია ბიძიებიდან, მეზობლებიდან, მეგობრებიდან და მშობლებიდანაც…
ეს ბავშვი შემხვდა ქუჩაში, მეგობრებთან ერთად თამაშობდა… იმდენი ვუყურე, ბოლოს მივედი და ვთხოვე ფოტოს გადაღება. უცებ თავში შემოირტყა ხელი და ჩაილაპარაკა როგორც ძირძველმა გურულმა:
“ამ კვირაში უკვე მეოთხეჯერ მიღებენ ფოტოს და ამფერი ბაღანაი აქანე უნდა ვაგორებდე ბურთსო?!” შემომხედა და ერთი, ორი, სამი… მიიღო პოზა. ჩვეულებრივად შემიყვარდა! – ვკითხულობთ “ფეისბუქზე” გავრცელებულ ფოტოსა და პოსტში.