“ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ! ომი გინდათ?”

ინგა გრიგოლიას გამოხმაურება პროკურატურის წერილზე, რომელის მიხედვით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებს უფლება ენიჭებათ შევიდნენ ტელევიზიაში და ამოიღონ მასალები, რაც გავრცელებულ სატელეფონო საუბრებს ეხება.

“ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის ,,რუსთავი ორი,,? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა,ყველამ ვიცით? აბა გაბედეთ!

ვატო წერეთელი,  ხომ იცი, მრავლისმნახველი ვარ და ასეთი ამბების ფინალიც ვიციp.s- საბჭოთა ქოცობის გასაგონად-მახსოვს 7 ნოემბერიც და სპეცრაზმიც! აქ საბუთებით შემოჭრაზეა საუბარი!”– წერს ინგა გრიგოლია.