გომბორზე გზის გახსნა თოვლის პაპასთან ერთად აღნიშნეს (ვიდეო)

გომბორზე გზის გახსნა თოვლის პაპასთან ერთად აღნიშნეს.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62 (ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო მოძრაობა აკრძალული იყო, ხოლო ამ დროისთვის მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობაა ნებადართული.