ლელა რაზიკაშვილი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებულ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებსა და ბოლო დროს ადვოკატების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და ბასილაშვილის შესახებ ერთ ამბავს იხსენებს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მეცხრე კლასში იყო ჩემი შვილი, როცა თავისი კლასელის მძიმე ავადმყოფობის ამბავი მოიტანა სახლში. შევწუხდი ძალიან, წუხდა და დარდობდა მთელი კლასი. ბავშვებმა ფულიც კი შეაგროვეს მისთვის, ისე საჩუქრებით რომ გაეხარებინათ, თორე ის კაპიკები მის მკურნალობას როგორ ეყოფოდა!
ხშირად ვკითხულობდი მის ამბავს, ბოლოს კარგი ამბავი გავიგე, ბავშვი წაიყვანეს გერმანიაში, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში და გადაარჩინეს!
მკურნალობის თანხა თავიდან ბოლომდე, ბავშვის დის მეუღლეს, წარმატებულ და შეძლებულ ჩოგბურთელს დაუფარავს…როცა ბასილაშვილის ოჯახური სკანდალი აგორდა, მაშინღა გავიგე ვინ ყოფილა ის ჩოგბურთელი, ბავშვს რომ უშველა……
რა ალიმენტს არ უხდისო, რა სახლს ართმევსო…მე ვერ ვათავსებ ამ ფაქტს და ამ ხმებს ერთად!” – წელს რაზიკაშვილი.