“წარმოგიდგენიათ, რა კატასტროფული სიზმრები ექნება ამაღამ ნატო ძალოსა?”

ამაღამ ნიკანორ მელია ისევ დაუკაკუნებს კარზე – ნატო ძალო, მამდევენ, დამმალეო, მაგრამ ამჯერად ვეღარ გაუმართავს ხელსა, – ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

წარმოგიდგენიათ, რა კატასტროფიული სიზმრები ექნება ამაღამ ნატო ძალოსა?
არა, წარმოგიდგენიათ?
მტრისას!
იქნება ჭექა-ქუხილი ევროპაში და დიდი საშიშროება დემოკრატიული პროცესების ყანყალისა.
ამაღამ ნიკანორ მელია ისევ დაუკაკუნებს კარზე – ნატო ძალო, მამდევენ, დამმალეო, მაგრამ ამჯერად ვეღარ გაუმართავს ხელსა, შეშფოთებული და დარცხვენილი ეტყვის, რომ ეს ევროპა ის აღარ არი, გუშინწინ რო იყო, ახლა იქ პლურალიზმიც კი ყანყალებს.
ოოოოჰ!
გაჭირვებულ ოპოზიციას ქვა აღმართში წამოეწიაო, სწორედ ამაზეა ნათქვამი!”, – წერს გელა ზედელაშვილი.