მსახიობი თემო გვალია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ, ჟოზეფ ბორელის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება:
“უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ფული აიღო და მექრთამეაო.
მთელმა ევროპამ პოლიტიკის უსაფრთხოება ანდო ბორელს და ეს მართლა მიშას კლოუნები, რას აბრალებენ აზრზე ხართ?
წარმოიდგინეთ, ბორელს რეებს აბრალებენ და იმ 9 წლის განმავლობაში, რამდენ ადამიანს რეებს ტენიდნენ, რომ გაესამართლებინათ.
თქვენი მტერი დედები მე! მაგრამ ერთით კარგია. გაიგოს ევროპამაც და ამერიკამაც, სინამდვილეში რას წარმოადგენენ ეს ქვეყნის და სამყაროს მტრები!
ერთი ჩარეცხვა დარჩა და ეგაა. არადა, ქვეყნის ჩარეცხვას აპირებდნენ ეს თავად ჩასარეცხი ფეკალიები!”– წერს თემო გვალია.