მაშველები დაეხმარნენ კატას, რომლიც ორი დღე ექვსმეტრიანი ხიდან ვერ ჩამოდიოდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები, ვაზისუბნის დასახლებაში, კატას დაეხმარნენ. ადამიანი, რომელმაც სამაშველო ჯგუფი გამოიძახა, ამბობს, რომ კატა ორი დღის განმავლობაში, დაახლოებით, ექვსმეტრიანი ხიდან უშედეგოდ ცდილობდა ჩამოსვლას.

„მაშველებმა კატა ხიდან ამწე კალათით ჩამოიყვანეს და საკუთარ საცხოვრებელ არეალს დაუბრუნეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომელთა მომართვის საფუძველზე, დედაქალაქის ბინადარი მიუსაფარი ცხოველები ცხოვრებას უვნებლად განაგრძობენ“, – აღნიშნულია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებაში.