სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებას ეხმაურება.
“ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დუმილი დაარღვია და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯერ მკვლელი უწოდა, ხოლო შემდეგ დაუმატა, რომ ყველა ნახავს, როგორ აზღვევინებენ მას.
ბაიდენის ამ სიტყვებმა პლანეტას ქარიშხალივით გადაუარა. მსოფლიო ელოდება, რა პასუხს გასცემს ამ შეურაცხყოფას პუტინი, ვარაუდობენ დაძაბულობის ესკალაციას ყველა კონფლიქტურ ზონაში. მათ შორის სამხრეთ კავკასიაში.
თუმცა, ბაიდენის ეს სიტყვები გაფერმკრთალდა ვალერი გელბახიანის სენსაციური განცხადების გამო.
შეგახსენებთ, რომ ვალერი გელბახიანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ გოგი წულაიას არ შეუძლია განახორციელოს სექსუალური ურთიერთობა, ანუ ის იმპოტენტია.
მსოფლიო ელოდება გოგი წულაიას პასუხს და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას.
თუმცა ანალიტიკოსები კამათობენ ექსპერტიზის მეთოდების სანდოობის შესახებ.
აუცილებელია ამ პროცესში გოგი წულაიას თანაპარტიელების. ბაია პატარაიას და სახალხო დამცველის ჩართულობა.
ასეთი ტრაგიკული სიუჟეტი სოფოკლეს ტრაგედიებშიც ძნელი მოსაძებნია., ტირის საქართველო და განსაკუთრებით, მისი გული, ამაყი ქუთაისი.”