ჟურნალისტი თამო კეშა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ანტივაქსერები და ბნელები კი არა, ბიძია, ერთი წელია სახლებში ვყრივართ და თქვენ “ნათელ მოქმედებებს” ვუყურებთ აჭარასა, თუ მესტიაში, წყალი ჩაგდით, ბიჭო, ინფექციურში და გამყრელიძის სამსახურმა ტენდერი გამოაცხადა, ფანჩატურები მინდა ეზოშიო! ფანჩატურებიო!
რამ შემზარა ყველაზე მეტად იცით? – ექიმი რომლის კოლეგაც ძალიან ცუდადაა, ექიმი რომელიც იმ აცრის დროს იქ იყო, ყვება, პირველი სიმპტომი იყო ქავილიო…
-მერეო, ეკითხება ჟურნალისტი…
– მერე ყელის წვაო…
– მერე, ეკითხება ჟურნალისტი…
-მერე კრუნჩხვაო…
ჯერ რატო გჭირდება ამდენი ჩაკითხვა, ან მოყევი, ან გაჩუმდი!
თუ არადა, ბიჯო, ბნელები და ნათელები კი არა, ქავილი რომ ჰქონდა – რა გააკეთა კლინიკამ?
ქავილის მერე ყელის წვა რომ ჰქონდა, ანუ რომ გითხრათ ყელი მეწვისო, სანამ სუნთქვა გაუჭირდებოდა, რა გააკეთეთ?
ქავილი და ყელის წვა ერთად რომ დაწყებულიყო და კრუნჩხვაც მიჰყოლოდა, ასე მერე-მერეთი არ მოყვებოდით და ვერც ყელის წვაზე კითხვას მოასწრებდით, ხოდა, გეკითხებით, მე, ბნელი, ქავილი რომ დაეწყო თქვენ კოლეგას, რა იმოქმედეთ?
რამდენად გამართულია სისტემა ასეთი რისკების მაქსიმალურად გამოსარიცხად (სრულად ვერ გამორიცხავ) და რამდენად მზად ხართ დროულად დასახმარებლად?
თქვე მართლა ბნელებო, ესაა ახლა მთავარი კითხვა, თორემ ბზიკის ნაკბენზე აქვს ზოგს ალერგიაო, რო გაიძახით, ვიცით ეგ, ვიცით!
.
ის სისტემა არ ხართ თქვენ, დიალიზი რომ სჭირდებოდა 18 წლის გოგოს, კოვიდკლინიკაში რომ მიიყვანეთ, სადაც დიალიზი არ გქონდათ და ასე აღმა-დაღმა ტარებისას რომ გარდაიცვალა? ბნელები ვართ კი, არავინ რომ არ დასჯილა ამისთვის!
ვუსმენ ზოგ ექიმს და კი, კარგია ვაქცინა, მეც ვიცი, კარგი ვაქცინა კარგია, კი, ხო, აი, ახირება მაქვს, მინდა ვიცოდე, რას ვიკეთებ! ხოდა, კი, კაია კარგი ვაქცინა, მაგრამ სისტემა რო არაა მზად ხომ ხედავ? ა, არ გინდა ღიად თქვა? დაიმკლავეთ, ბიძიკო, მაშინ, დაიყავით ის 82 კლინიკა, სადაც აცრები ტარდება, დღე და ღამე ათენეთ ჩუმად და დაატრენინგეთ, იმუშავეთ… აბა, თქვენ ტელევიზორიც გინდოდეთ, ხათრიც და ჭკუის სწავლებაც, არ გამოვა ეგრე ეგ ამბავი, ბაბა, არა!
ერთხელაც იქნება, სულ ვერ გაიგოთ იქნება ისე მოხვდეს თქვენი საყვარელი ადამიანი ამ სამედიცინო სისტემის ხელში… ღმერთმა დაგიფაროთ!
პატრიარქს რომ სთხოვეთ, ურცხვად, დახმარება, იმ პატრიარს, რომლის მრევლის დიდ ნაწილს წინა აღდგომას უგუნურებს ეძახდით და კუბოებით ემუქრებოდით, რა გიპასუხათ?
კითხვები ჩამოგითვალათ, ბიძია და ერთ-ერთი კითხვა იყო, გართულების შემთხვევაში, ვინ იქნება პასუხისმგებელი და ვინ მიხედავსო?
ხოდა, მიხედვაში სისტემის მზადყოფნა იგულისხმება, გინდ ბზიკის ნაკბენის ალერგიისას და გინდ ვაქცინის!
ხართ მზად? საკუთარი კოლეგები ვერ დაარწმუნეთ და გეკითხებით, ხართ მზად? ესაა მთავარი კითხვაც და მთავარი დანაშაულიც!
ჩვენ, მართლა ბნელები სახლებში დაგვყარეთ, თქვენ ქეიფს, ფანჩატურებს, დროსტარებას არ იკლებთ და ახლა, ნაცვლად იმისა, გვაჩვენებდეთ, ჰქონდა თუ არა კლინიკას შესაბამისი აღჭურვილობა, ღიად გვიყვებოდეთ (თუ გვიყვებით) როდის რა გაუკეთეთ, რატომ გართულდა კლინიკაში აცრილი ექიმის მდგომარეობა ამ დონემდე – ზღაპრებს გვიყვებით ბზიკებზე და ცოლის ძმის ნაჩუქარ სახლებზე!
აიცრებიან, მაინც აიცრებიან, აბა, მართლა შიმშილით ხომ არ დაიხოცებიან, რა ქნან, მარა გინდ აუცრელს და გინდ აცრილს ეგ ჯანდაცვის სისტემა დაგყვებათ თან, მაგ სისტემაში მიგვყავს ჩვენი გინდ აცრილი და გინდ აუცრელი შვილები, დედები, ბაბუები! და მაგ სისტემაში უწერენ იმ წამლებს, ახლა რომ იძახით, ვაქცინაზე უარესი გვერდითი მოვლენა აქვს ზოგ წამალს და კიბოს აჩენსო!”