გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის დედა წლების განმავლობაში იტალიაში სამუშაოდ
იმყოფებოდა.
მომხდარი ტრაგედიისა და ემიგრანტი დედის შესახებ პოსტს შოთო სიხარულიძე აქვეყნებს:
“ილოცეთ, გული არ გაუსკდეს ფრენის დროს… მისი რეისი უკვე აფრინდა და მონატრებული შვილი გულში მაგრად უნდა ჩაიკრას…. 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის დედა, ირმა ტეფნაძე რომელიც იტალიაში სამუშაოდ წლების განმავლობაში იმყოფებოდა შვილის გარდაცვალების შემდეგ
საქართველოში დღეს საღამოს ჩამოფრინდება. გარდაცვლილ მედდას დედა ემიგრანტი ჰყოლია. “კითხულობს თურმე, დამიბრუნეთ ჩემი შვილიო”, როგორ სიამოვნებით გაგიცვლიდიო ადგილსო ჩემოო! შენ უნდა სთხოვდე ღმერთს შეგვინდეო ცოდვები… მზე დაგიბნელდაო…
ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც
მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული, გაყინული იმ ტკივილს
განვიცდი, რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი და ორი შვილის დედა ოჯახს… სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები? როგორ ენატრებოდი ემიგრანტ დედას…
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას ოჯახსა და ახლობლებს” – წერს შოთო სიხარულიძე.