ორმოებში გაშენებული ვენახები კანარის კუნძულებზე (ფოტოები)

ბოლო დღეების განმავლობაში, ინტერნეტსივრცეში აქტუალურია კანარის კუნძულებზე გაშენებული ვენახების ფოტოები, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ზრდიან ვაზის ნერგებს ვეებერთელა ორმოებში.

ლანსაროტის კუნძული, სადაც 300-ზე მეტი ვულკანია, ზედაპირის უდიდესი ნაწილი ვულკანური ფერფლითაა დაფარული. აქ ნერგებს სპეციალურად გათხრილ, რამდენიმე მეტრის სიგანის ორმოებში რგავენ. ამის მიზეზი ნალექის მცირე რაოდენობა და სარწყავი სისტემების არარსებობაა. შესაბამისად, ამ გზით ცდილობენ, ნამით შექმნილი ტენის შენარჩუნებასა და მცენარისთვის ნაყოფიერი ნიადაგის შექმნას.