მაკა ზამბახიძის ქალიშვილი გათხოვდა

მაკა ზამბახიძის ერთადერთი ქალიშვილი, სალომე ჩიტაძე გათხოვდა და ბედი ირაკლი ცაბაძეს დაუკავშირა. ჟურნალმა „თბილისელებმა“ დღევანდელ ნომერში სალომესთან ინტერვიუ შემოგვთავაზა, სადაც მომღერალი და ჯგუფ „ნონ სტოპის“ წევრი სიყვარულისა და ბავშვის მოლოდინის შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს.

„ბავშვს ველოდებით და ყოველი დილა ჩემთვის სხვანაირად იწყება, ანუ ტოქსიკოზით… ჯერ არ ვიცით, გოგოა თუ ბიჭი, პატარაა, თუმცა მის სქესს რომ გავიგებ, მაინც არ გავამჟღავნებ.

სიურპრიზად დავტოვებ. მხოლოდ მე და მამიკოს გვეცოდინება. როცა გავიგე, ,დედა ვხდებოდი, დედაჩემი ორმაგად შემიყვარდა. ექოზე პირველი მაკა შემორბის, ყოველი დილა მისი ზარით იწყება…

მაკას და მის ქმარს რომ ვუყურებდი, სულ ვამბობდი, ასეთი სიყვარული მინდა ვიპოვო, როგორიც დედას და მის მეუღლეს აქვთ-მეთქი და ამიხდა (იცინის).