პრინცესა დიანას 80-იანი წლების ვარცხნილობა 2021 წელს ტრენდული გახდა

პრინცესა დიანას ვარცხნილობა, რომლიც 1980 წელს ჰქონდა, 2021 წელს ტრენდული გახდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

ესაა მრავალფენიანი ვარცხნილობა „ბობი“, რომლითაც ბრიტანეთის პრინცესას 80-იან წლებში საზოგადოების წინაშე ჩნდებოდა. „დიანა 21-ე საუკუნის მოდის ბევრი მიმართულების კანონმდებელია“, – ეს განცხადება ნიუ-იორკის სილამაზის სალონ SALON64-ის დამაარსებელს რიკი უოლტერს ეკუთვნის.

ამ ვარცხნილობით საზოგადოების წინაშე უკვე გამოჩნდნენ მსახიობები ემა კორინი და კრისტენ სტიუარტი, რომელთაც პრინცესას როლი ფილმში „გვირგვინი“ შეასრულეს.

ასევე ამ ვარცხნილობით სოციალურ ქსელებში ფოტოები გაავრცელეს კაია გერბერმაჰელი ბოლდუინმა და ემა მაკეიმ.