ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ძაღლები თეთრ სახლში დააბრუნეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ამერიკის პრეზიდენტსა და პირველ ლედის ორი გერმანული ნაგაზი ჰყავთ – „ჩემპი“ და „მეიჯორი“. ისინი რამდენიმე კვირის წინ თეთრი სახლიდან დელავერში გადაიყვანეს, რადგანაც, გავრცელებული ინფორმაციით, მეიჯორმა თეთრი სახლის უსაფრთხოების სამსახურის წევრს უკბინა. „სიენენის“ ინფორმაციით, ძაღლებმა დელავერში მომზადება გაიარეს.
თეთრი სახლის პრესმდივნის ინფორმაციით, ძაღლები ახალ გარემოს ეჩვეოდნენ, რა დროსაც, „მეიჯორმა“ უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს მცირე დაზიანება მიაყენა.
„მეიჯორი“ პირველი ძაღლია, რომელიც ცხოველთა თავშესაფრიდან თეთრ სახლში მოხვდა. „ჩემპი“ კი, ბაიდენის ოჯახში უკვე 10 წელია, ცხოვრობს.