უილ სმიტმა ოსკარის დაჯილდოებაზე კრის როკს სილა გაარტყა

ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე უილ სმიტმა კომიკოსს კრის როკს სილა გაარტყა.

სცენაზე კატეგორიის წარსადგენად გამოსული კრის როკი, რამდენიმე ვარსკვლავს გაეხუმრა. კომიკოსმა იხუმრა უილ სმიტის ცოლის ჯადა პინკეტ-სმიტის ვარცხნილობაზე. პინკეტ-სმიტი ბოლო პერიოდში თავს იპარსავს, ვინაიდან ალოპეცია(თმის ცვენა) სჭირს. მსახიობი სცენაზე ავიდა და როკს სილა გაარტყა. 

სმიტმა მოგვიანებით მეფე რიჩარდში შესრულებული როლისთვის კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო. მადლობის სიტყვაში მანდ ბოდიში მოუხადა აკადემაის და ნომინანტებს, თუმცა არ უხსენებია კრის როკი. მსახიობმა ამ სიტყვებით დაასრულა: “იმედია კინოაკადემია კიდევ მომიწვევს დაჯილდოებაზე”.

ასევე იხილეთ