“ჩვენ შორის 17 წელია სხვაობა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ამ სხვაობას ვგრძნობ…“

დათო ხუჯაძე და ეკა დალაქიშვილი მცირე ხნის წინ ულამაზესი გოგონას მშობლები გახდნენ. მომღერლის მეუღლე ჟურნალ „თბილისელებს“ საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ ესაუბრება.

ეკა დალაქიშვილი: 

დათო არაჩვეულებრივი მამაა. ზოგადად, ძალიან თბილი და ყურადღებიანი ადამიანია და მამის ამპლუაშიც ასეთია. მაქსიმალურად ჩართულია პატარას დღის რუტინაში. ბანაობა იქნება, საფენის გამოცვლა თუ სხვა საჭიროება, ყველაფრის გაკეთება შეუძლია და სხვათა შორის, კარგადაც გამოსდის.

შეიცვალა თქვენი ურთიერთობა შვილის შემდეგ?

შვილი უფრო მეტად აკავშირებს ცოლ-ქმარს, მისი დაბადების შემდეგ ურთიერთობა უფრო მჭიდრო ხდება. ამას მანამდეც ვუჩიოდით, მაგრამ ახლა, როცა პატარას სახით საერთო საზრუნავი გვყავს, ურთიერთობა უფრო მჭიდრო და მრავალფეროვანი გახდა.

ეკა დალაქიშვილი ინტერვიუში ასევე აღნიშნავს, რომ ასაკობრივმა სხვაობას ვერ გრძნობს. შეგახსენებთ, რომ დათო ეკაზე 17 წლით უფროსია. 

„ჩვენ შორის 17 წელია სხვაობა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ამ სხვაობას ვგრძნობ. მგონია, რომ ჩემი ტოლია. ვერ იტყვი, რომ განსხვავებული შეხედულებება და ღირებულებები გვაქვს. პირიქით, ამ ყველაფრით ძალიან ვემთხვევით ერთმანეთს.

რას ამბობს, რა მომეწონა ეკაშიო?

მითხრა, შენში ვიპოვე ის,. რაც სხვებში ვერ ვნახეო და კონკრეტულად რა იგულისხმება, არ ვიცი…“

 

ასევე იხილეთ