“დათო, გული გამიგლიჯე, ძმაო! ნეტა, ეს დღე საერთოდ არ გათენებულიყო”

,,რა დავწერო, არ ვიცი, დათო, გული გამიგლიჯე, ძმაო. ნეტა, ეს დღე საერთოდ არ გათენებულიყო. ისევ შევხვდებით ოდესმე, ძამი და შენებურად დამიძახებ, ,,ჯექსონ” ძმისგულო… ვიხრჩობი ბოღმისგან და მაპატიე, რომ შენ გვერდით არ ვიყავი, ძმაო. მშვიდობით ჩემო პატრიოტო და მგელო მეგობარო. შეხვედრამდე…”, – წერს ჯეკო სეფიაშვილი დღეს უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე და ფოტოებს ავრცელებს.

,,ვაიმე, დათო, ერთი კვირის წინ ვილაპარაკეთ. ვაიმე, დათო, როგორ ვიცინეთ. ნათელში იყავი სანთელი და საკმელი შენს გზას. როგორ დამწყვიტე გული”, – წერს ნელი მაზანაშვილი.

,,ყოველი დღე მტკიოდა უკრაინაში ომი, მაგრამ ახლა თითქოს ჩვენს ოჯახზე გაიარა… ვერ ვწყნარდები… მის ხმოვან შეტყობინებებს გამუდმებით ვუსმენ… აქვე ჩავაძაღლებ რუსებს და გამარჯვებული ჩამოვალ, დაო, არ ინერვიულოო… პირობა მომცა, რომ ჩამოვიდოდა”, – წერს ქეთი სეფიაშვილი.

ასევე იხილეთ