ნატა ამაღლობელი ბასა ჯანიკაშვილთან დანგრეული ოჯახის შესახებ პირველად საუბრობს

„რუსთავი 2“-ის ცნობილი ჟურნალისტი ნატა ამაღლობელი ჟურნალ „სარკეს“ უმხელს მიზეზს, რატომ დაშორდნენ ის და მწერალი ბასა ჯანიკაშვილი ერთმანეთს:

„ძალიან ბანალური და მარტივი მიზეზია – მან გამოაცხადა, რომ სხვა შეუყვარდა. გააკეთა თავისი არჩევანი, ახალი ოჯახი ჰყავს დიდი ხანია. თუ ღრმად გავაანალიზებთ, მის ქვეცნობიერში ალბათ მძლავრობდა დაჩაგრული მამრის აზრი, როცა ის არ გრძნობს თავს აღმატებულად, ვერ ეგუება წარმატებულ, რეალიზებულ მეუღლეს.

ასე რატომ ფიქრობთ? ხომ არ გეუბნებოდათ, რომ სამსახურისთვის თავი დაგენებებინათ, რადგან ის დიდ დროს გართმევდათ?

არა, ეს არასდროს მოუთხოვია. შეიძლება იცოდა, რომ მე ამაზე არ დავთანხმდებოდი. მაინც ვფიქრობ, გენდერული სტერეოტიპების ამბავია. მამაკაცს უჭირს იმასთან გამკლავება, რომ ქალი მისი სახით სალოცავს არ დგამს სახლში და ყოველდღე სანთლებს არ უნთებს.

არა. ჩემთვის თვითმიზანი არ ყოფილა, მეძებნა ე.წ. ეფემერული ქალური ბედნიერება. არ მჯერა მე არც ქალური, არც კაცური ბედნიერების. ბედნიერება ყველა ადამიანისთვის არის სულის მდგომარეობა.

ოჯახური სიმყუდროვე მაქვს სახლში, მყავს ორი არაჩვეულებრივი, სიმპათიური, თბილი მამაკაცი – ჩემი შვილები. ყოველდღე ვისმენ მათ გულწრფელ, სიყვარულით სავსე სიტყვებს. დილით მაღვიძებენ კოცნით და მეუბნებიან, დედა, დაგვპირდი, რომ არასდროს მოკვდები და სულ ჩვენ გვერდით იქნებიო. არ ვფიქრობ, რომ მე-17 საუკუნეში ვცხოვრობ და ოჯახი უნდა შექმნა იმისთვის, რომ ქმარი გყავდეს. თვითრეალიზება დღეს ქალს თავად შეუძლია“.

ფოტო: ჟურნალი O.K.

ასევე იხილეთ