“იმდენი ლოცულობს ჩვენთვის, არ შეიძლება, ეს ყველაფერი ვერ გადავიტანოთ”

მძიმე ავარიის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი ისრაელის კლინიკაში ისევ სიცოცხლისთვის იბრძვის. მას კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება.

-ლოცვა-კურთხევით, მთელი საქართველოს ლოცვით და ამდენი ხალხის გვერდში დგომით, იმდენი ადამიანი გვწერს, გვეხმიანება და გვერდში გვიდგას, ქართველი ებრაელები, დიასპორა ისრაელში, დიასპორა ამერიკაში, საქართველოდან იმდენი ხალხი იწერება და ისეთი მხარდაჭერაა, რომ არ შეიძლება, არ გავძლიერდეთ და ეს ყველაფერი ვერ გადავიტანოთ. დარწმუნებული ვარ, რომ დათიც გაიმარჯვებს და სულ მალე, ძალიან მალე ვიტყვით, რომ გავიმარჯვეთ. აუცილებლად ყველაფერი იქნება მაგრად!.. – – ამბობს დათი მამა ,,იმედის კვირის” სიუჟეტში.

დათის დედამ ,,სარკესთან” ისაუბრა, რომ იმ ტრაგიკულ დღეს ამერიკაში იყო, ქმართან. შეატყობინეს, რომ ბაბუა იყო ცუდად და საქართველოში წამოვიდა. შვილის ამბავი კი თურქეთის აეროპორტში შეიტყო.

ასევე იხილეთ