“გოგონას ყოფილი ქმარი, ქართველია და შვილი დროებით თავისთან წაუყვანია, ომის დაწყების შემდეგ კავშირი გაწყდა”

ჟურნალისტი თეა ადეიშვილი უკრაინელი ქალის შესახებ წერს, რომელსაც ქართველი შვილი ჰყავს და ის მამასთან ერთად მარიუპოლშია.

„ერთი უკრაინელი გოგო, რომელიც მარიუპოლიდან დონეცკის გავლით რუსეთში გაიყვანეს, 12 წლის შვილს ეძებს, ასეთი განცხადებები ჯგუფში უამრავია, მაგრამ ბავშვს ქართული გვარი აქვს და ამიტომ გოგოს მივწერე, ინტერვიუ ვთხოვე, ჯერ დამთანხმდა, მერე შეეშინდა, მაგრამ ისე ვილაპარაკეთ.

როგორც აღმოჩნდა, ბავშვის მამა, გოგონას ყოფილი ქმარი, ქართველია და შვილი დროებით თავისთან წაუყვანია, ომის დაწყების შემდეგ კავშირი გაწყდა, რამდენჯერმე მაინც შეეხმიანენ ერთმანეთს, მაგრამ მარიუპოლის მარცხენა სანაპირო ინტენსიურად იბომბებოდა და ბავშვი მამასთან უფრო დაცული იყო, ის ბიჭი მარიუპოლის ზღვისპირა რაიონში ცხოვრობდა.

მოკლედ, 54-დან 30 დღე ამ გოგომ შვილზე არაფერი იცის, გიჟს ჰგავს, 1 თვეა რუსეთშია და მარიუპოლში რა ხდება, იმასაც ძლივს იგებს, საშინელი ინტერნეტი აქვს, დღეს დაწერა: ვეძებ ვოლონტიორებს, ვინც მარიუპოლოდან მამა-შვილს გამოიყვანსო, ველაპარაკე, ცოცხალია ორივე… რაღაცნაირად ბედნიერი გავხდი უცებ“, – წერს თეა ადეიშვილი

ასევე იხილეთ