“უმორჩილესად გთხოვთ… ასეთების წერას შეეშვით”

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი იმ ადამიანებს, რომლებიც სხვის ცხოვრებაში უხეშად იჭრებიან და საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ, მიმართავს. მისი თქმით, შეხსენება იმისა, რომ დროა, ცოლის მოყვანაზე იფიქროს, უტაქტობაა.

„ხალხო! უმორჩილესად გთხოვთ, „ცოლი მოიყვანე“, „რას ელოდები“, „დრო გადის“ და ასეთი სისულელეების წერას შეეშვით! ზოგადად, პირადი სახის შეკითხვებს და მოწოდებებს ნუ გააკეთებთ. არ ვხუმრობ და არც ვღლიცინებ. ვინც იღლიცინებთ ამ სტატუსის ქვეშ უცხო იქნებით თუ შიანური თქვენი ბოლო კომენტარი იქნება ამ გვერდზე.

ყველა სტატუსის, ყველა ფოტოს, ყველა ვიდეოს ქვეშ ასეთი კომენტარები წერა უზრდელობად მიმაჩნია. თქვენ ჩემზე უკეთ იცით ჩემი დრო? ჩემი ცხოვრება და ჩემი ფიქრები? მესმის, ბევრი კეთილო გულით წერთ, მაგრამ მაინც უტაქტობაა. თქვენ ჩემს ოჯახზე მეტად ვერ გეყვარებით და ისინი არ იჭრებიან ასე ჩემს ცხოვრებაში. დავიღალე ამ კომენტარებით. ბოდიში ვისაც გაწყენინეთ ამ სტატუსით, მაგრამ თქვენ ვერ ხვდებით აშკარად თუ არ მიგითითეთ.“ – წერს სუხიტაშვილი.

ასევე იხილეთ