“ვფიქრობდი, არ უნდა დამეძინა…” – ირაკლი მაისურაძეს შეუსვენებელი მუშაობის შედეგად ინსულტი დაემართა

ტელეჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ უარყოფითად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე შეუსვენებელი მუშაობის ჩვევამ.

„ჩვენ თავს ვიმკვიდრებდით და საჭირო იყო, უნდა გემუშავა, დაგემტკიცებინა – შენი თავისთვის, ოჯახისთვის, მეუღლისთვის, პროდიუსერისთვის, დირექტორისთვის, რომ შენ მაგარი ხარ. მერე ეს მოგეწონა და გარკვეული პერიოდი ნორმად მივიჩნიე, ძალიან მომწონდა, რომ არ ვიყავი ასეთ რეჟიმში, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ იწვები. ცოტა ხნის წინ გადამწვარი ვიყავი და ექიმმა მითხრა, რომ ჩემთვის ეს არ შეიძლებოდა. ინსულტი იყო… მაგრად გადავრჩი. რეალურად, ეს ამის შედეგია… სახლშიც მიმყვებოდა სამსახურიდან ეს ყველაფერი, ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რატომ უნდა დამეძინა, ძილში რატომ უნდა დამეხარჯა დრო. ძალიან მანიაკდები. სამსახურის საქმეს რომ არ აკეთებ, არ მოგწონს. რომ დაწვები, ტელეფონი ხელში გიკავია და უნდა იყო ყველაფრის საქმის კურსში. მაგრამ უნდა ისწავლო – შენი სამუშაო, რაც მოგწონს, დიდი ხანი რომ აკეთო, უნდა ისწავლო დასვენება, სხვა სივრცეში გასვლა…“, – განაცხადა ჟურალისტმა.

ასევე იხილეთ