“დიდი ბოდიში, თუ ვინმეს ვატკინე გული”

ტელეწამყვანი, ია ფარულავა საზოგადოებას ბოდიშს უხდის გადაცემა “ფარულ კონვერტში” მის მიერ დასმული კითხვის გამო

“დედაა, რა ბედნიერებაა, რომ ჩემმა გუშინდელი გადაცემამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი. კითხვამ : ისე ონკოლოგია არის მკვდარზე ვენოკი გამოიწვია აღშფოთება. ალბათ, აჯობებდა, კითხვა სხვაგვარად დამესვა. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს. რომ ონკოლოგი არის მკვდარზე ვენოკი. ( ზოგი კი არა უმეტესობა ასე ფიქრობს ). მიხარია, რომ ეს ასე არ არის, რაც დამიმტიკცა და დამისაბუთა გიორგი ღოღობერიძემ. დიდი ბოდიში თუ ვინმეს ვატკინე გული ამ ფრაზა კითხვით. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!

 P.S. მე მინდოდა სტერეოტიპის დამსხვრევა უმეტესობამ კი საპირისპირო რამ დაინახა .საწყენია”,- წერს ფარულავა.

ცნობისთვის, ფარულავამ ონკოლოგ გიორგი ღოღობერიძეს დაუსვა კითხვა: “ონკოლოგია არის მკვდარზე ვენოკი?”, რასაც სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

ასევე იხილეთ