მერაბ სეფაშვილის კონცერტები გადაიდო – მომღერალს ფილტვების ანთება აქვს და კლინიკაშია

მომღერალი მერაბ სეფაშვილი ფილტვების ანთებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ინფორმაცია ფორტუნასთან მისმა პროდიუსერმა გია გოგორიშვილმა დაადასტურა.
აღნიშნული მიზეზის გამო, მომღერალს დაგეგმილი კონცერტების გადადება მოუწია. მერაბ სეფაშვილი კონცერტებს გამოჯანმრთელების შემდეგ ჩაატარებს. კონცერტების ზუსტი თარიღები ჯერ ცნობილი არ არის, დაგეგმვისთანავე მაყურებელს ინფორმაცია წინასწარ ეცნობება.

ასევე იხილეთ