“იცით რატომ გახდა ასეთი პოპულარული, ლამის ომის სახე პატარა უკრაინელი ბიჭი…”

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია პატარა უკრაინელ ბიჭზე წერს, რომლის ტირილის ამსახველმა ვიდეომ სოციალური ქსელი დაიპყრო.

“იცით რატომ გახდა ასეთი პოპულარული, ლამის ომის სახე პატარა უკრაინელი ბიჭი, ხელში პარკით და ხმამაღალი ტირილით რომ მიუყვება უცნობ გზას? თანაგრძნობა კი ბატონო, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ გახდიდა ამ ვიდეოს ასე პოპულარულს!… სინამდვილეში, ეს პატარა ბავშვი ვართ ჩვენ ყველა! ბავშვობა დამთავრებულნი, მშობლების ბუდიდან გადმოვარდნილ- გადმომხტარნი ასე, მცირედ გამოკრული ბოხჩით მივუყვებით ცხოვრების უცნობ გზას მარტო; გვეშინია, გვეტირება კიდეც! გზად ბევრი კეთილი ადამიანი გვხვდება და გვიყვავებს, პურს მოგვაწვდის- ჩვენც “შემხვედრი კეთილი ადამიანი” უნდა ვიყოთ მათთვის.. ბოროტიც გვხვდება, რომელსაც საგზლად გამოტანებულ ჩვენ მცირე აბგაზე უჭირავს თვალი! ჩავებღაუჭებით ხოლმე ორივე ხელით- ეს ბოხჩა ხომ ნათხოვარია, გზის ბოლოს რომ მივალთ სხვას უნდათ გადავცეთ, შვილებს, მომავალს, ვინც იმ დროს იწყებს ამ გზის გავლას. მცირედი მაინც, რომ გზის დასაწყისში ჰქონდეთ, მერე -კეთილ ადამიანებს რა დალევს ამ გზაზე და თვითონაც უნდა დაეხმაროს სხვას..

 …ამ ბავშვის ყურებისას, საკუთარი თავიც გვეცოდება ამ დიდ, უცნობ გზაზე..“, – წერს გადელია.

ასევე იხილეთ