„შალახო“ და ქართული სიმღერები – როგორ აღნიშნა ქეთა თოფურიას ქმარმა დაბადების დღე

ქეთა თოფურიას მეუღლე, ლევ დენგოვი იუბილარია. ის 38 წლის გახდა.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის დიპლომატი ქმარი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ახლო მეგობარია. გარდა მეგობრობისა, მას კადიროვთან საქმიანი ურთიერთობაც აქვს.

წყვილმა დაბადების დღე მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში აღნიშნა.  ღონისძიებას არც „შალახო“ და არც ქართული სიმღერები დაჰკლებია. ამის ამსახველი ვიდეოები მომღერალმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.

მანამდე, იუბილარ ქმარს ქეთამ ემოციური პოსტი მიუძღვნა:

„გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიყვარულო, ჩემო ძალა, ჩემო სისუსტე, ჩემო ყველაფერო! სიგიჟემდე მიყვარხარ“, – დაწერა მომღერალმა.

ასევე იხილეთ