“სადამდე დაიყვანა ოდესღაც საამაყო პარტია მისმა ე. წ. ლიდერშიპმა, რომ ნოდარიკო რუხაძის საქილიკო გახადა”

მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში ნოდარ რუხაძის შესახებ წერს.

““სირცხვილიას” წევრს, ნოდარიკო რუხაძეს დაუპოსტავს ეს თავის კედელზე. მიუხედავად იმისა, რომ ნოდარიკო რეალურად ევროქოცია, ყველაზე საწყენი ისაა, რომ რა მესიჯსაც ატარებს ეს სურათი, სიმართლის შემცველია-გველეშაპის პირველ ორ თავს ვგულისხმობ, მესამე უბრალოდ სასაცილო და საცოდავია.

მე კი, როგორც შარშანდლამდე ნაცმოძრაობის უცვლელი ამომრჩეველი, იმაზე ვბრაზობ, თუ სადამდე დაიყვანა ოდესღაც საამაყო პარტია მისმა ე. წ. ლიდერშიპმა, რომ ნოდარიკო რუხაძის საქილიკო გახადა.

ყველაზე საინტერესო კი ისაა,რომ ნოდარიკოს ნიკანორ მელიასთან არასოდეს ჰქონია პრობლემა, ბოლო დრომდე “მთავარ არხზეც” მუშაობდა,  სადაც ნიკა გვარამიამ მიიწვია გადაცემის წამყვანად. ახლა ეტყობა სხვა დამქირავებელი გამოუჩნდა და ასე ჭიკჭიკის უფლებაც მისცა თავს.

კაი, ძველი თაობა ჯანდაბას, მაგრამ ეს ყმაწვილი ხალხი როგორ გაკომკავშირელდა ასე ელვისებურად, მართლა მაოცებს.”

ასევე იხილეთ