„მატილდემ განსხვავებული გრძნობა მომიტანა, ლამაზი, საყვარელი ბავშვია”

კარდიოქირურგმა 26 წლის ქეთი ძიგუაზე ჯვარი გასული წლის მარიამობას, 28 აგვისტოს დაიწერა. არაპომპეზური ქორწინება ექიმის სახლში, ვიწრო წრეში აღინიშნა.

“თავიდან ჩვენი ასაკობრივი ბარიერი ტვინში გვქონდა. ვფიქრობდი, რომ ამ ქორწინებას ვერ მიიღებდნენ. მაგრამ გულიდან წამოსულმა გრძნობამ გაიმარჯვა. ამიტომ თავის მოტყუება აღარ ღირდა. იმიტომ რომ საზოგადოება ამას ვერ მიიღებდა, ამგვარ თვითგვემას ვერ მივეცემოდით” – გვითხრა შარშან, ახლადდაქორწინებულმა ლევანმა. 

გადაცემა “ექიმების” წამყვანს პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს, 27 წლის ნინა და 22 წლის ანნა. 

გულის კარდიოქირურგის წარმატებული კარიერა იტალიაში, ქალაქ ნოვარაში დაიწყო. წლებთან ერთად დაგროვილი გამოცდილების მიღების შემდეგ, სამშობლოს დაუბრუნდა და თავის პროფესიონალიზმით თანამემამულეებს ეხმარება.

 

ასევე იხილეთ