“როცა პრეზიდენტი აღმოაჩენს, რომ ხალხს არ უყვარს, უნდა გადადგეს! გადადექი!”

კულტურის პალატის თავმჯდომარე, დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და გადადგომისკენ მოუწოდებს:

“ქალბატონო სალომე,‼️‼️‼️
როცა პრეზიდენტი აღმოაჩენს, რომ ხალხს არ უყვარს და მისი არც საკმარისი პატივისცემა აქვს, უნდა გადადგეს. იქნებ, დროა უკვე⁉️

 აბა, სხვა რას უნდა ნიშნავდეს, ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე პრეზიდენტი ქუდზე კაცს რომ მოუხმობს, მოუწოდებს, ერთად დავდგეთ და დავანახოთ ევროპას, რამდენად დიდია ჩვენი თითოეული მოქალაქის სწრაფვა ქვეყნის საერთო ევროპული ოჯახის წევრობისკენო და პრეზიდენტის მოწოდებაზე ხალხი ქუჩაში რომ არ გამოვა, რომ არ შეიკრიბება, ან იმდენად მცირერიცხოვანი იქნება ეს თავყრილობა, რომ უმჯობესი იქნებოდა, საერთოდ არ შეკრებილიყვნენ…

სერიოზულად ვამბობ და გულისტკივილითაც, ამაზე გაცილებით მეტი ხალხი ჩემი ბებიის, თამარას დაკრძალვაზე იყო მოსული.
და ვგონებ, დასაფიქრებელი უნდა იყოს ეს ამბავი, ქალბატონო პრეზიდენტო‼️‼️‼️გადადექი” – წერს ოქოტაშვილი.

ასევე იხილეთ