“ერთმანეთს როცა ასე ვიმეტებთ და ვწირავთ, რად ვუნდივართ სხვას რომელიც ხედავს რომ საკუთარი არ გვიყვარს და მას როგორ შევიყვარებთ?”

მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ზუსტად ვიცი რომ აუცილებლად წავალთ წინ. მიკვირს იმათი ვინც ახლა იფურთხებით და მოთქვამთ, სწორედ ამ ურთიერთ ფურთხების, ურთიერთ სიძულვილის და ერთმანეთის თვალისდაუხამხამებლად გაწირვის გამო არ ვუნდივართ არავის. ერთმანეთს როცა ასე ვიმეტებთ და ვწირავთ, რად ვუნდივართ სხვას რომელიც ხედავს რომ საკუთარი არ გვიყვარს და მას როგორ შევიყვარებთ?

საქართველო ყველანაირად იმსახურებს იმას რომ იყოს ევროპაში, იმსახურებს იმას რომ იცხოვროს ღირსეულად და ეკავოს ღირსეული ადგილი მაღალი ღირებულებების მქონე ქვეყნების გვერდით და ეს ასეც იქნება!
იმის ნაცვლად ერთად ვიბრძოლოთ ამ მიზნის მისაღწევად, ისევ ერთმანეთს ვაფურთხებთ და ვლანძღავთ….
შეწყვიტეთ ეს სიძულვილის ტალღა და ყველაფერი შეიცვლება!

ასევე იხილეთ