“აი, ამისი სამშობლო ის სამშობლოა, რომელშიც ხალხს სცემდნენ, ჩეხავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ”

ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

აი, ამან რა იცის, რა არის სამშობლო?!

აი, ამისთვის სამშობლო იგივეა, რაც იუსტიციის სახლებში უკანონოდ, შუაღამისას, სადისტური ძალადობის შედეგად გადაფორმებელი უძრავ-მოძრავი ქონებები და იქედან გაკეთებული ფულები!
აი, ამან როგორ უნდა დაანონსოს საქართველოში პერმანენტული აქციები და თანაც ასეთი ფარისევლური და მყვირალა ეგიდით:
“დავიბრუნოთ მიტაცებული სამშობლო! “
აი, ამისი სამშობლო ის სამშობლოა, რომელშიც ხალხს სცემდნენ, ჩეხავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ… რომელშიც მოქმედებდა ერთადერთი მგლური კანონი:
“ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია!”
აი, ამას ვინ მისცა მორალური უფლება, თუნდაც მხოლოდ ხსენებით ახსენოს “სამშობლო?!”
მისი სამშობლო დღეს რუსთავის ციხეშია და სცადოს, დაიბრუნოს….
მაგრამ…როდის იყო, მიწაზე ხოხვისთვის დაბადებული ცაში ფრინავდა?!”

ასევე იხილეთ